პირველი საარჩევნო ალიანსი - ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრუნდება
პირველი საარჩევნო ალიანსი - ვაშაძე"ნაციონალურ მოძრაობაში" ბრუნდება. პარტიიდან დემარშით წასული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სააკაშვილის პარტიის მთავარი სახე ხდება.
"ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე, ვაშაძე დე ფაქტო ლიდერი"- პარტიაში ვარაუდობენ, რომ ასე გადანაწილდება როლები საარჩევნოდ.
ვაშაძე - ხაბეიშვილის ახალი პოლიტიკური ალიანსით დაიშალა ხოშტარია-ჯაფარიძესთან ერთად შექმნილი პოლიტიკური სამეული. ხოშტარიამ საკუთარი თავი "ნაცმოძრაობის" რიგებში ვერ დაინახა. ახლა მთავარი კითხვაა, სად იქნება ნიკა გვარამია.
ვაშაძეს პრემიერობა უნდა, პოლიტპატიმარი გვარამია კი ფაქტია,რომ პარტიაში რიგით მებრძოლად არ მივა.