რუსული მედია ღარიბაშვილის განცხადებებით აჭრელებულია - "ოცნებამ" უკრაინის წინააღმდეგ პოლიტიკური ცეცხლი გახსნა
რუსული სამთავრობო მედია საქართველოს პრემიერის განცხადებებით აჭრელებულია. უკრაინაზე ირაკლი ღარიბაშვილის თავდასხმამ მოსკოვი გაახარა. როგორც ჩანს პუტინის და ლუკაშენკოს გვერდით დგომა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ღარიბაშვილის შემდეგ პაპუაშვილი - პრემიერის შემდეგ იერიში უკრაინაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მიიტანა.
ლანძღავენ პრეზიდენტ ზელენსკის გუნდს და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. ღარიბაშვილის შემდეგ დღეს უკვე დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდნენ, რომ უკრაინა საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს არასდროს უჭერდა.
"მატყუარა" - ასეთი იყო პასუხი კიევიდან.