მიშას პარტიასთან ერთად ვიწყებთ ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას - ვაშაძე
"სტრატერგია აღმაშენებლი ენმ-სთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და პატრიოტ, პროფესიონალ ადამინებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პოლიტიკური ალიანსის პრეზენტაციის დროს გააკეთა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ძალაუფლების მიტაცების გარდა, "ქართული ოცნება" რუსეთთან კოლაბორაციაშია.
ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლების ელოდება საქართველოს მოქალაქეები, პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, ნატო-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს - ამბიციური, რეფორმებსა და პროგრესზე ორიენტირებული, რეგიონის ლიდერი, ერთიანი, ძლიერი საქართველოს იდეა და რუსეთზე ორიენტირებული, მაჩანჩალა და ოლიგარქულ ჭაობში ჩაძირული საქართველოს იდეა. დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ზვიადის, მერაბის, მიშას საქართველოს იდეა და ყორღანაშვილების, სერგო ორჯონიკიძეების, ფილიპე მახარაძეების, ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძეების ღალატის იდეა, მამაც ქართველთა იდეა და ლაჩარ კოლაბორანტთა იდეა, პატრიოტ ქართველთა იდეა და ფულს და საშოვარს დახარბებულ ადამიანთა იდეა... გთავაზობთ, გავერთიანდეთ ძლიერი, ერთიანი, რეგიონის ლიდერი საქართველოს გარშემო,“ - ამბობს ვაშაძე.