ხალხის დაკვეთით, "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საერთო სტრატეგია გვექნება - ხაბეიშვილი

20.07.23 20:07
ხალხის დაკვეთით, "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საერთო სტრატეგია გვექნება - ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე "სტრატეგია აღმაშენებელთან" ალიანსს ხალხის დაკვეთა უწოდეს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, "რუსი ოლიგარქის დამარცხება" ერთობით არის შესაძლებელი. 

ხალხი საუბრობს ერთადერთ რამეს - რუსულ პარტიას დაამარცხებთ მხოლოდ ერთობით! ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა, იღებს გადაწყვეტილებას რომ გაკეთდეს გამარჯვების პლათფორმა. კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ, მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა კვლევით ყველაზე დიდია პროდასავლურ პარტიებს შორის. შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, "სტრატეგია აღმაშენებელათან" ერთად, გვექნება საერთო სტრატეგია, რუსული პარტიისა და ბიძა ივანიშვილის დამარცხების" - აცხადებს ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები