ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი გაყინულია
ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი გაყინულია - სამი თვე და ხელისუფლების პოლიტიკური ნება წესით საკმარისი უნდა იყოს, რომ საქართველომ ევროკომისიის საბოლოო მხარდაჭერა მიიღო. თუმცა ნაბიჯები წინ კი არა, საერთოდ არ იდგმება. არანაირი პროგრესი სასამართლოში და რეგრესი საარჩევნო სისტემაში. ამომრჩევლის დაშინება, შანტაჟი, სასამართლოში კი გავლენიანი ჯგუფის მმართველობა. გამოწვევები უცვლელია, ისევე როგორც არ იცვლება ხელისუფლების მიდგომა. "ოცნება" საქმის კეთების ნაცვლად ოცნება თავს ესხმის ყველას, ვინც მას გასაკეთებელზე მიუთითებს.