პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩიხში შევიდა - "ოცნება" ექიმის ინციდენტის გამო ბოდიშს ელოდება
პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩიხში შევიდა. საქართველოს ხელისუფლება პოლონელი ექიმის ინციდენტის გამო ბოდიშს ელოდება. უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიას ოცნება "ვივა მედში" შესვლის უფლებას აღარ მისცემს, თუმცა განხილვის თემაა, ვის ინტერესებში შედიოდა მიხეილ სააკაშვილის შემოწმების პროცესის დაზიანება. გიული ალასანია არ გამორიცხავს,რომ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სკანდალი იყოს,რადგან თუ ვინმე ამ ამბავმა დააზიანა, პატიმარი სააკაშვილია.