რატომ არ უერთდებიან "გამარჯვების პლატფორმას" "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" - ვაშაძის განმარტება

20.07.23 21:18
რატომ არ უერთდებიან "გამარჯვების პლატფორმას" "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" - ვაშაძის განმარტება

„პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილებაა, არ შემიცვლია აზრი, სხვა ალტერნატიული ცენტრებიც საჭირო არის,“ - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ინგა გრიგოლიას რეაქციაში გააკეთა.

ვაშაძემ განმარტა, რას ფიქრობს იმ საკითხზე, თუ რატომ არ შეუერთდნენ „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ალიანსს.

ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეძლებენ კონსოლიდაციას და ერთად დაჯგუფებას და ამას მე მივესალმები და ენმ-საც ეს პოზიცია აქვს. ჩვენ ენმ-სთან ერთად, რადგან დიდი პლატფორმა გამოდის, უფრო ვიმუშვებთ კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკაში გააქტიურებაზე. ხელს შევუწყობთ, რომ სხვა პარტიებმაც გააკეთონ ცენტრი. არ ვაპირებთ თავდასხმას, კრიტიკას, არ ვაპირებთ ამ პოლიტიკური ჯგუფების მტრებად გამოცხადებას და გზას დავულოცავთ, თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ.“ - ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები