მიიღო თუ არა ენმ-სგან გიორგი ვაშაძემ შეთავაზება პრემიერობის კანდიდატობაზე - ვაშაძის განმარტება

20.07.23 21:25
მიიღო თუ არა ენმ-სგან გიორგი ვაშაძემ შეთავაზება პრემიერობის კანდიდატობაზე - ვაშაძის განმარტება

მიიღო თუ არა გარანტია გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობისგან“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელების - „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მას პრემიერობის კანდიდატად დასახელების გარანტია არ მოუთხოვია.

ვერც მივიღებდი და არც მომითხოვია. ახლა ჩვენ ვაკეთებთ წინასაარჩევნო გამარჯვების პლატფორმას, რომლის კარიც ღიაა ყველასთვის. ჩვენი შეთანხმება არის შემდეგი - ჩვენი ბლოკისგან, ამ პლატფორმისგან ყველა ელოდება პრემიერობის კანდიდატის დასახელებას, მაგრამ ჯერ არჩევნები არ არის ახლოს და პრემიერობის კანდიდატის და არა მხოლოდ, მინისტრობის კანდიდატებიც ამ ბლოკიდან იქნებიან ის ადამიანები, ვისაც იმ მომენტისთვის ექნება ყველაზე მეტი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან,“ - ამბობს ვაშაძე.
 

მსგავსი სიახლეები