სააკაშვილი პუტინის პატიმარია და სიმბოლოა დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ ჭაობთან - ვაშაძე
„დღეს არის მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარი და ის არის სიმბოლო დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ ჭაობთან,“ - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ინგა გრიგოლიას რეაქციაში გააკეთა.
ვაშაძე განმარტავს ასევე, რას ნიშნავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საერთო პლატფორმის შექმნა და რა ნომრით გავლენ ისინი არჩევნებზე 2024 წელს.
მის როლს ახლა საქართველოს გათავისულებაში რუსული რეჟიმისგან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგრამ აქვე ვაცხადებ, რომ ჩვენ ენმ-სთან ერთად ვქმნით პლატფორმას. ნებისმიერ არჩევნებში კოალიციით, რომ გადიხარ ერთი ნომრით გიწევს გასვლა - პოლიტიკური ბლოკია ეს“, - ამბობს ვაშაძე.
იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში 2024 წლის არჩევნებისთვის და რას გეგმავს ახალი პლატფორმა - გიორგი ვაშაძის თქმით, "გამარჯვების პლატფორმის" ერთ-ერთი მთავარი გეგმა, სააკაშვილის ციხიდან დახსნაა.
გვექნება ერთობლივი მუშაობა ენმ-სთან ერთად და გამარჯვების პლატფორმის ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიხსნათ რუსული რეჟიმის ტყვეობიდან. ამ კონსოლიდაციის შემთხვევაში გაცილებით მძლავრი იქნება ჩვენი ხმა საგარეო ასპარესზეც. ვაპირებთ მუშაობას ინდივიდუალურად რამდენიმე ქვეყნის ლიდეერთან, რომ ჩაერთონ ამ საკითხში. ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელსაც მართავს ჯგუფი, რომელიც დავალებებს იღებს პუტინისგან და ნაკლებად აინტერსებს დასავლელი პარტნიორების ხმა,“ - ამბობს ვაშაძე.