გამარჯვების პლატფორმის კანდიდატებს არანაირი მსუსხავი ეფექტი არ ექნება - ვაშაძე
გამარჯვების პლატფორმის კანდიდატებს არანაირი მსუსხავი ეფექტი არ ექნება, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ინგა გრიგოლიას რეაქციაში გააკეთა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეიცვალა თუ არა გიორგი ვაშაძემ 2 წლის წინანდელი პოზიცია, რა დროსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ფიქრობდა, რომ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი - ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაუჭერს მხარს მათ“.
გიორგი ვაშაძის თქმით, ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, როგორც პრემიერობის, ასევე მინისტრობის, მსუსხავი ეფექტი არ ექნება.
ნაბიჯ-ნაბიჯ, ნდობის და სისტემური მუშაობით ვაპირებთ მივიღოთ მხარდაჭერა საზოგადობის მხრიდან, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ. ნაბიჯებს ახლა, რასაც ვდგამთ ოპოზიციის ფლანგზე, დიდი მხარდაჭერა ექნება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოში რუსული რეჟიმი ვერ გამტკიცდეს და საქართველო იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორი,“ - ამბობს ვაშაძე.