სააკაშვილთან მქონდა კონსულტაცია, მერაბიშვილს არ შევხვედრივარ, კეზერაშვილთან კონსულტაციები არ გამივლია, - ვაშაძე
სააკაშვილთან მქონდა კონსულტაცია, მერაბიშვილს არ შევხვედრივარ, კეზერაშვილთან კონსულტაციები არ გამივლია, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ინგა გრიგოლიას რეაქციაში გააკეთა.
გიორგი ვაშაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ალიანსამდე, მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია. ვაშაძე ინფორმაციას და განცხადებებს - თუნდაც ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას - რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არაფორმალური მმართველები ჰყავს და ესენი ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი არიან, არ ადასტურებს. ვაშაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიშას პარტიაა და ჩრდილოვან გავლენებს არავინ ახდენს.
კონსულტაციები მქონდა მიხეილ სააკაშვილთან. ნამდვილად მქონდა მასთან წერილობითი კომუნიკაცია. მსჯელობა რომ იყო, ალბათ, პარტიისგანაც გაიგო და მე მასთან წერილობითი ურთიერთიობა მაქვს და ვაპირებ გავაგრძელო. მაქვს ურთიერთობა ლევან ხაბეიშვილთან, მაქვს ურთიერთობა ენმ,-ს დღევანდელ ლიდერებთან," - ამბობს ვაშაძე.