ვისმენთ, რომ სააკაშვილი უფრო მიუღებელია, ვიდრე ივანიშვილი, ეს ცუდად გასაგებია - ბოტკოველი "ლელოს"
„ბოლო პერიოდში ვისმენთ, რომ მიშა სააკაშვილი უფრო მიუღებელია თითქოს თქვენთვის, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, ეს ცუდად გასაგებია,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ინგა გრიგოლიას რეაქციაში გააკეთა.
ბოტკოველი „ლელოს“ აკრიტიკებს იმ განცხადებების გამო, რასაც პარტია ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მისამართით აკეთებს.
მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო რაღაც წერტილამდე მისვლა და მერე გაერთიანებაზე უარის თქმა. ჩვენ თუ კონსოლიდირებული არ ვიქნებით, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რაღაც კრიტიკა გქონდეთ და ეს კრიტიკაც უნდა იყოს შესაბამისი და არა იმდენად კრიტიკა, რამდენადაც გააძლიერებს რუსული ოცნების მმართველობას. როცა ამბობთ, ჩემთვის მიუღებელია ენმ, მიუღებელია "ოცნება", ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს "ოცნება", რადგან ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ, მაგრამ როდესაც ბოლო პერიოდში ვისმენთ, რომ მიშა სააკაშვილი უფრო მიუღებელია თითქოს თქვენთვის, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, ეს ცუდად გასაგებია. ეს არის პრობლემა ოპოზიციის,“ - ამბობს ბოტკოველი.