კოალიციების ფორმირება ხდება არჩევნების მერე და არა მანამდე - ანა დოლიძე

20.07.23 22:17
კოალიციების ფორმირება ხდება არჩევნების მერე და არა მანამდე - ანა დოლიძე

„კოალიციების ფორმირება ხდება არჩევნების მერე და არა მანამდე,“ - ეს განცხადება პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ გააკეთა.

ანა დოლიძე ამ ეტაპზე სხვა პარტიასთან კოალიციაში ყოფნას გამორიცხავს. 

ჩვენ არცერთ კოალიციაში გარკვეული შიშების გამო არ შევედით. ეს იყო სწორი სტრატეგია მაშინ. ეს ფორმები, რომ ყველა ერთმანეთს უნდა ჩავეხუტოთ, ციფრები გვეუბნებიან სხვა რამეს - თუ ყველა დალაგდება ენმ-სთან, „ოცნება“ მათ დაამარცხებს, ყველა არჩევნებმა ეს აჩვენა... გამსხვილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ტყუილა განცხადებებს არ ვაკეთებ,“ - ამბობს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე იმ წითელ ხაზებზე საუბრობს, რომელიც მის პარტიას აქვს. დოლიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელ პოზიციებზე არ უნდა იყვნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" პრემიერი აქ არ იქნება. "ნაციონალურ მოძრაობას" არ შეიძლება ჰქონდეს შეხება შემდეგ სამინისტროებთან - წარსულიდან გამომდინარე - შსს, სუს, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები. უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ თვითონვე შექმნეს კლანი. კლანის სიმართლის პროცესი რომ გაგვეგო, გამოსულიყო ბატონი ვანო, გამოსულიყო, ვინც შექმნა ეს კლანი - გიგა ბოკერია, მოეყოლათ, როგორ შექმნეს, დიმიტრი გვრიტიშვილი როგორ აარჩიეს, გაგვეგო და შეგვესწავლა, რომ კლანი დაგვეშალა. ეს პროცესი ხომ არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანი რესურსი, რომელსაც შეუძლია ბევრად უფრო კარგად შეუძლია ჩვენი ქვეყნის ამ სამსახურებში იყოს, ვიდრე ვინმე "ნაციონალური მოძრაობიდან", ეს არის წითელი ხაზი,“ - ამბობს ანა დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები