თუკი ენმ-ს გაძლიერების ილუზიის შექმნა „ოცნებას“ აძლიერებს, ქმნის თუ არა ეს პარტნიორულ განცდებს ამ ორ სუბიექტებს შორის? - ლილუაშვილი

20.07.23 22:29
თუკი ენმ-ს გაძლიერების ილუზიის შექმნა „ოცნებას“ აძლიერებს, ქმნის თუ არა ეს პარტნიორულ განცდებს ამ ორ სუბიექტებს შორის? - ლილუაშვილი

„თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების ილუზიის შექმნა „ქართულ ოცნებას“ ერთიორად აძლიერებს, ქმნის თუ არა ბუნებრივ პარტნიორულ განცდებს ამ ორ სუბიექტებს შორის?“ - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

ინგა გრიგოლიას რეაქციაში ბექა ლილუაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის შექმნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს. 
 

თუ ის უერთდება დიდ პარტიას, იმიტომ, რომ მცირეებთან ჰქონდა მცდელობა და როგორც ჩანს, ვერ დაინახა დიდი ელექტორალური პერსპექტივა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ზრუნავს საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდაზე და ცდილობს, რომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე შევიდეს პარლამენტში, სხვა პრაქტიკული ამოცანა არ აქვს,“ - ამბობს ლილუაშვილი.

ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ იყენებს ამ დრომდე გამოცდილ სტრატეგიას ამომრჩევლის შესანარჩუნებლად - თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში, მაშინ მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება.

ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ  და მხოლოდ იმიტომ უჭერს ქართულ ოცნებას არჩევნებზე, რომ მათ აქვთ ობიექტური განდა და შიში, რომ ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ეს არის ის ფსიქოტიპი ელექტორალური ქცევის „ოცნების“. „ქართული ოცნების“ ელექტორალური გათვლა ნიშნავს ამ პოლიტიკური საფრთხობელის შექმნას. მარტივია ამის ინტერპრეტაცია - ყველაფერი, რაც აძლიერებს, ფაქტობრივად, ქმნის ილუზიას, რომ აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთიორად აძლიერებს „ქართულ ოცნებას,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები