11 წელია, წაგებას თამაშობთ და ვინც თქვენ გვერდით დადგა, წააგო - კუპრაძე ბოტკოველს
11 წელია, წაგებას თამაშობთ და ვინც თქვენ გვერდით დადგა, წააგო, - ამ სიტყვებით მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი ბოტკოველს.
კუპრაძის თქმით, ალტერნატიული ცენტრის შექმნა უმნიშვნელოვანესია და ამის შესაძლებლობა ოპოზიციას აქვს, თუმცა, ამ ერთიანობაში „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ ხედავს.
კუპრაძის განცხადებას კამათი მოჰყვა ინგა გრიგოლიას რეაქციაში.
ახლა, რასაც ამბობთ, მათემატიკურად არ ემთხვევა საერთოდ,“ - მიმართა ბოტკოველმა ირაკლი კუპრაძეს.
კუპრაძემ ბოტკოველს შეახსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი მოქალაქეებისთვის მიუღებელი არის.
11 წელია, წაგებას თამაშობთ და ვინც თქვენ გვერდით დადგა, წააგო. 2012 წლიდან დღემდე რამდენი არჩევნები იყო. ნუ გწყინთ, ობიექტურად, რომ ვლაპარაკობთ ამას. ნუ გწყინთ, რომ ადამიანებს ეშინიათ წინა დანაშაულებების გამეორება - 20 ივნისის თუ ეშინიათ, 7 ნოემბრის არ ეშინიათ, თუ დაავიწდათ?“ - ამბობს კუპრაძე.
რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას, კუპრაძის თქმით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, როგორც 20 ივნისთან, ასევე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.