პარტიული სიების გაერთიანებას პარტიებთან არ ვაპირებთ - ბექა ლილუაშვილი
„პარტიული სიების გაერთიანებას პარტიებთან არ ვაპირებთ“, - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
ლილუაშვილის თქმით, მისი პარტია სხვა ოპოზიციურ ძალებთან საარჩევნოდ ერთიანი სიით გასვლას არ გეგმავს.
განვითარებას, პარტიული სიის გაზრდას, ახალი ადამიანების შემოერთებას, გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, აუცილებელია. მთავარი ამოცანის მიღწევას ვაპირებთ - თუ გვინდა ამ ქვეყანაში დავაბრუნოთ დემოკრატიული განვითარების პროცესი, აუცილებელია, რომ ენმ-ს რევანშის საშუალება არ მიეცეს პოლიტიკურის, "ქართულ ოცნებას" ამ ფორმით ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება არ უნდა მიეცეს. ამ ორმა ძალამ არ უნდა გადალახოს, ამისთვის "ლელო" ცენტრს გააკეთებს და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, პარტია "საქართველოსთვის" გაძლიერდება და მეტი მხარდაჭერა ექნება, ეს არის სწორედ გზა,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.