2020 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21.3% იმყოფებოდა

28.05.21 11:36
2020 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21.3% იმყოფებოდა

2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა - საგანგაშო მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

რაც შეეხება სოფლად მცოვრებლებს, აქ მდგომარეობა საგანგაშოა - სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შარშან 27.5 პროცენტი იყო, ქალაქში კი – 17.1 %.

ირკვევა, რომ სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 1.8 პროცენტით არის გაზრდილი. 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 19.5 პროცენტი ცხოვრობდა.

 

მსგავსი სიახლეები