დარწმუნებულები ვართ, რომ "ახალი პლატფორმა" რუსული რეჟმის წინააღმდეგ გამარჯვების ფორმულაა - სერგო ჩიხლაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ ახალი პოლიტიკური ალიანსი, რომელიც გიორგი ვაშაძისა და ხაბეიშვილის აგერთიანებას გულისხმობს, რუსული რეჟიმის წინაარმდეგ ბრძოლაში წარმატებული იქნება.
ოპოზიციის წევრი თქმით, ალიანსს კიდევ ბევრი ცნობადი და პროფესიონალი ადამიანი შეურთდება.
ჩვენი ეს გაერთიუანება „ახალი პლატფორმის“ დაანონსება, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ მეტ ადამიანს გააერთიანებს და ძალიან აქტიური კამპანია გვექნება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მიზიდულობის ყველაზე დიდი ცენტრი ოპოზიციურ ფლანგზე და დიახაც, ვფიქრობთ, დარწუმუნებულები ვართ, ეს იქნება და არის გამარჯვების ფორმულა. კიდევ ძალიან ბევრ ცნობილ, ცნობად და მაღალი რანგის პროფესიონალს ვიხილავთ, - ამბობს სერგო ჩხლაძე.