შტატები შავ ზღვაში არსებულ ვითარებას ყურადღებით დააკვირდება - რას იტყობინება თეთრი სახლი

21.07.23 11:56
შტატები შავ ზღვაში არსებულ ვითარებას ყურადღებით დააკვირდება - რას იტყობინება თეთრი სახლი

შტატები შავ ზღვაში არსებულ ვითარებას ყურადღებით დააკვირდება. თეთრი სახლი იტყობინება, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მიიღეს.  მიზეზი სამოქალაქო გემებია, რომლებსაც ხალხისთვის საკვები გადააქვთ.

"არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმ სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის საკვები პროდუქტებისთვის მიემართება" - ამბობს ჯონ კირბი.

ეს მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავად განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები