ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება საქართველოს საზოგადოებისთვის დამაზინებელი იქნება - ირაკლი კუპრაძე

21.07.23 12:00
ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება საქართველოს საზოგადოებისთვის დამაზინებელი იქნება - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ვაშაძე-ხაბეიშილის ალიანსი საქართველოს საზოგადოებისთვის დამაზიენებლი იქნება. ოპოზიციის წევრის თქმით, მსგავის გადალაგებები პოლარიზაციას აძლიერებს.

ამასთან, კუპრაძე ამბობს, რომ "ლელო" მზადაა ითანამშრომლოს ყველა იმ პოლიტიკურ პარტაისთან, რომელთანაც მძმე პოლიტიკური შეკითხვები არ გააჩნია. 

ის გაერთიანება, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, მგონია, რომ პირველ რიგში, არის დამაზინებელი და არა მომგებიან საქართველოს საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ეს გაერთიანება და მსგავსი გადალაგებები, აძლიერებს პოლარიზებას. პოლარიზების გაძლიერება არის ცუდი, ეს არის 2 პლუს 2 ოთხი, პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებთანაც არ გაგვაჩნია მძიმე პოლიტიკური შეკითხვები წარსულთან თუ აწმყოსთან დაკავშირებით, ვთავაზობთ თანასწორ და საწყის პირობებზე საუბარს. არა ის, ვინ დიდია, ვინ პატარა, ვის მეტი რესურსი აქვს, ვის მეტი დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, საკრებულოებშ თუ ა.შ. ვთავაზობთ თანასწორ, საწყის პირობებს. დავიწყოთ საუბარი იდეასა და შინაარსზე, იმ მომავალზე, რომელიც უნდა იყოს კოალიციური უმრავლესობა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

მსგავსი სიახლეები