მკვდარი მკვდარს აეკიდა - წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებაზე

21.07.23 12:14
მკვდარი მკვდარს აეკიდა - წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებაზე

მკვდარი მკვდარს აეკიდა - ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებას.

წულუკიანის თქმით, ამ გაერთიანებას არავიტარი შედეგი არ მოჰყვება.

"როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე - მკვდარი მკვდარს აეკიდა. აქედან, რა თქმა უნდა, არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძველზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა, ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები