ენმ -ს უბრუნდებიან მისი უძღები შვილები - ანა დოლიძე ვაშაძის "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნებაზე
ენმ -ს უბრუნდებიან მისი უძღები შვილები - ასე აფასებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი გიორგი ვაშაძის "ნაციონალურ მოძრაობაში "დაბრუნებას.
ამასთან, თავად ანა დოლიძე ენმ-თან გაერთიანებას გამორიცხავს და ამბობს, რომ საზოგადოებას "ოცნების" და ენმ-ს გარდა ახალი არჩევანი სჭირდება.
ნაციონალურ მოძრაობას ახლა უბრალოდ უბრუნდებიან მისი უძღები შვილები, რომლებიც ისედაც ეკუთვნოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წიაღს. ეს არ არის გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენს წინაშეა ძირითადი სუბიექტი და ყოფილი სატელიტი. ჩვენ ვმუშაობთ ამომრჩევლებთან, რომლისთვისაც დიდი ხანია არც ქოცები და არც "ნაციონალური მოძრაობა" არ არიან მისაღები და ისინი რაღაც ახალს ელიან, რომელიც ამ ორ პოლუსს გადააბიჯებს, ეს არის ჩვენი გამოძახილი. შესაბამისად, ნაცებთან რაიმე სიახლოვეს გამოვრიცხავთ, - ამბობს პარტია "ხალხისთვის ლიდერი", ანა დოლიძე.