"ოცნებიდან" წასულები "ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან - ეკა ბესელიას წინასაარჩევნო გეგმა

21.07.23 13:22
"ოცნებიდან" წასულები "ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან - ეკა ბესელიას წინასაარჩევნო გეგმა

"ქართული ოცნების" რიგებიდან  წამოსული პოლიტიკოსები "ოცნების" დასამარცხებლად ერთიანდებიან. იდეა ეკა ბესელიას ეკუთვნის. პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ადასტურებს, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. 

ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ 2024 წელს ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი არ უნდა ჰქონდეს და სხვა ალეტრანტივაც უნდა შეიქმნას. 

მე პირადად, და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ მე ვფიქრობ ასე, საკმაოდ ბევრი თანამოაზრეა, რომელიც ფიქრობს, რომ ხელი უნდა შეუწყოს პროცესს, რომ არცევნების დღეს ამომრჩეველს არ ჰქონდეს მხოლოდ ორი არჩევანი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. უნდა იყოს სხვა ალტერნატივებიც. ერთ-ერთი, რომელიც ძალიან საინტერესოდ გვესახება და უფრო მეტი ბუნებრივი ბმა იქნება, ბუნებრივი თავსებადობა იქნება, არიან ის ადამიანები, ვინც იყო თავის დროზე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ან დასაწყისშ ან შუა ეტაპზე, დღეს არ არიან სწორედ იმიტომ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავის დროზე შევქმენით ეს პარტია, ეს იდეა თავად „ქართულმა ოცნებამ“ გადააგდო. ნამდვილად მაქვს კონსულტაციები ყველასთან, ვინც ფიქრობს, რომ შორიდან არ უნდა უყუროს ახლა ქვეყანაში რაც ხდება. კონსულტაციები მაქვს მტავორბიოს ყოფილ წევრებთანაც, რომლებიც ძალიან საინტერესო რესურსის მატარებლები არიან. მე მგონია, რომ ბუნებრივად, ეს პროცესი თუ ისე დალაგდება, რომ პრეზიდენტი იქნება ამ პროცესის ლიდერი, სადაც ყველა ის ადამიანი, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არა მხოლოდ პარტიები, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უნდა იყოს ევროპული არჩევანი ჩენი ხელშესახები შედეგი და ამისთის უნდა ვიბრძოლოთ, მე აქ ვხედავ სწორედ პრეზიდენტს ამ დარჩენილ ძალიან მნიშველოვან დროში, რაც მას დარჩა საპრეზიდენტო ვადის სახით, - ამბობს ეკა ბესელია. 

 

 

მსგავსი სიახლეები