ბესელიას "ვირტუალურ სამყაროზე" კომენტარი როგორ გავაკეთო? - მაჭარაშვილი

21.07.23 13:36
ბესელიას "ვირტუალურ სამყაროზე" კომენტარი როგორ გავაკეთო? - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეკა ბესელიას საარჩევნო გეგმას კრახს უწინასწარმეტყველებს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამტკიცებს, რომ არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ მათზე მხოლოდ "ქართული ოცნება" ზრუნავს. 

ბესელია, ბოლო წლების, თვეების განმავლობაში არ არის აქტიურ პოლიტიკაში და მითუმეტეს, ახლა მისი ნათქვამი, რომ ყოფილი „ოცნების“ წევრები შეიძლება გაერთიანდნენ, ამ ვირტუალურ სამყაროზე მე კომენტარი როგორ გავაკეთო? ვინც არ უნდა გაერთიანდეს, ყოფილი „ოცნების“ წევრი იქნება თუ არაოცნების წევრი იქნება, არ აქვს არავის შანსი. შანსი არავის ექნება, როცა საზოგადოება ხედავს, რომ გარდა ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობისა, არავის აინტერესებს მსოფლიო გამოწვევების ფონზე საქართველოს სამშვიდობოს გაყვანა, არავის არ ექნება შანსები, ვინც არ უნდა იყოს, -  ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

"ქართული ოცნების" რიგებიდან  წამოსული პოლიტიკოსები "ოცნების" დასამარცხებლად ერთიანდებიან. იდეა ეკა ბესელიას ეკუთვნის. პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ადასტურებს, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. 

ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ 2024 წელს ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი არ უნდა ჰქონდეს და სხვა ალეტრანტივაც უნდა შეიქმნას. 

 

მსგავსი სიახლეები