კალაძის მტკიცებით, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე ზრუნავს, "ოცნებაა"
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ არეცრთ პოლიტიკურ გაერთიანებას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მათი და ქვეყნის კეთილდღეობაზე მხოლოდ "ქართული ოცნება" ზრუნავს.
ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი საიდან იმართება და რას ემსახურებიან ეს ადამიანები, ვის ინტერესებს ემსახურებიან. სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი და პარტია, ვინც ემსახურება ამ ქვეყანას, იცავს ამ ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს, მიუხედავად ზეწოლებისა, მიუხედავად შემოტევებისა, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ვიღაცეებისთვის ეს საქილიკოა, რომ „მშვიდობა-მშვიდობა“ , მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოვიარეთ რამდენიმე ომი, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ის უბედურება, რაც მაოქვს ომს და ვინ გამოიარა ეს საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად ვინ გამოსცადა? ჩვეულებრივმა, რიგითმა მოსახლეობამ, - ამბობს კახა კალაძე.
ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანების შემდეგ „ოცნების“ წინააღმდეგ მისი ყოფილი თანაპარტიელები ერთაინდებიან. იდეა ეკა ბესელიას ეკუთვნის. პარტია „სამართლიანობისთვის ლიდერი აცხადებს, რომ ყოფილ თანაგუნედლებთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს.