ილუზიაშია - წულუკიანი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უწუნებს

28.05.21 11:52
ილუზიაშია - წულუკიანი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უწუნებს

განათლების მინისტრი, თეა წულუკიანი, მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდი რეიტინგული და მაღალკვალიფიციური არ არის. 

მეტიც, წულუკიანი თვლის, რომ გიორგი გახარია ილუზიაშია: 

შეიძლება, როდესაც დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკვეული ილუზია იმისა, რომ უკან, სცენაზე, შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება. წარმატებისთვის გახარიას მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან დიდი შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე, ჯერ-ჯერობით, მის გარშემო ვერ ვხედავ"- თქვა წულუკიანმა. 

მისი თქმით, არჩევნებზე "ქართული ოცნების" დამარცხებას ვერავინ შეძლებს: 

მთავარი არის ჩვენი გეგმა, მთავარი არის ის, რომ ,,ქართული ოცნება" თვითონ ემზადება არჩევნებისთვის და მე არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას - აღნიშნა წულუკიანმა.