"ნეტარ არიან მორწმუნენი" - ნიკა მელიას გუნდის პირველი რეაქცია ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე

21.07.23 14:01
"ნეტარ არიან მორწმუნენი" - ნიკა მელიას გუნდის პირველი რეაქცია ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე

ხაბეიშვილი-ვაშაძის ტანდემს "გამარჯვების ფორმულად" არ აღიქვამენ ნიკა მელიას გუნდის წევრები. ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის თანაგუნდელები უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ ახალი მენჯმენტის ნაბიჯები არაგონივრულია. 

მელიას  თანამოაზრეები, ვინც ახალი ალიანსის პრეზენტაციაზეც კი არ მიიწვიეს, ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა გადაწყვეტილება ვიწრო წრეში მიიღო.

დიმა ბიძინაშვილი დარწმუნებულია, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ენმს- ხარჯზე  მანდატების მიღებისთანავე გაერთაინდებიდან გავლენ. 

ახალი მენჯმენტის პირობებში ვიწრო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება და ამაში ჩართული არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათ შორის, არ არის არც ნიკა მელია, არც ის ადამიანები, რომლებიც ახალი მენჯმენტის წინააღმდეგ იყვნენ შიდაპარტიულ არჩევნებზე, მათ არავის არ ეძახიან, არავის აგებინებენ და ამას ექნება თავისი შედეგი არჩევნებზე. ადამიანი, რომელიც 2021 წელს ენმ-ს მეორე ტურში დახმარებაზე ეუბნება უარს, ეს ადამიანი ჩემთვის ვერ ჩაითვლება იმ ადამიანად, რომელმაც შეიძლება მოიგოს. უბრალოდ, ეს ხალხი ენმ-ს ხარჯზე წაიღებენ მანდატებს და წავლენ არჩევნების დასრულებისთანავე, როგორც ეს 2020 წელს ვნახეთ. ჩემი აზრით, ისეთ პარტიას, როგორიც არის ენმ, მას უნდა ჰყავდეს ისეთი ლიდერი, რომელიც იქნება სიაში არა მესამე, მეოთხე ან მეათე, არამედ პირველი. ეს გაერთიანებაც ალბათ მაშველი რგოლი იყო ახალი მენჯმენტისთვის. რომ ისე არ წარმოჩენილიყო, რომ ოპოზიციური ერთიანობა ხდებოდა მინუს ენმ, ამიტომ ეს რგოლი გიორგი ვაშაძემ გადაუგდო ენმ-ს ახალ მენეჯმენტს და ალბათ ახლა მოითხოვს კიდეც, რომ იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამბობს დიმა ბიძინაშვილი. 

ამავე აზრს იზიარებს მირდატ ქამადაძეც. მისი თქმით, უცნაურია პარტიიდან ნიკა მელიას უშვებდე და ივანიშვილის დამარცხება ვაშაძე-ხაბეიშვილის ტანდემით ცდილობდე.

ბატონი ვაშაძის მონაწილეობით არაერთი გაერთიანება, რომლის შექმნის არც შინაარსი ესმოდა თავის დროზე ჩვენს ამომრჩეველს, და შემდგომ, ეს გაერთიანებები ისე იშლებოდა, რომ ამომრჩველისთის განმარტება არავის გაუკეთებია. იმედს ვიტოვებ, ეს გაერთიანება მსგავსი არ იქნება და არჩევნებამდე ფორმალურად მაინც მიაღწევს. თუმცა უცნაურია, პარტიიდან ნიკა მელიას უშვებდე და ვაშაძე-ხაბეიშვილის ტანდემით ცდილობდე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას, თუმცა „ნეტა არიან მორწმუნენი“... ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ამ დღეშია, - ამბობს ქამადაძე. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძე"ნაციონალურ მოძრაობაში" ბრუნდება. პარტიიდან დემარშით წასული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სააკაშვილის პარტიის მთავარი სახე ხდება.

ვაშაძე - ხაბეიშვილის ახალი პოლიტიკური ალიანსით  დაიშალა ხოშტარია-ჯაფარიძესთან ერთად შექმნილი პოლიტიკური სამეული. ხოშტარიამ საკუთარი თავი "ნაცმოძრაობის" რიგებში ვერ დაინახა.

 

მსგავსი სიახლეები