ორი "დაზიანებული" გაერთიანდა - ქადაგიშვილი ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე

21.07.23 14:24
ორი "დაზიანებული" გაერთიანდა - ქადაგიშვილი ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანს წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს.

სახელისუფლებო დეპუტატი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის უსაქციელობით დაზიანებული ენმ მეორე დაზიანებულ პარტიასთან გაერთიანდა, თუმცა ეს მათ არჩევნებში შედეგს არ მოუტანთ.

„ნაციონალური მოიძრაობა“ ღრმა კრიზისშია, მას მისი ლიდერები ტოვებენ, როგორიც იყო, ვთქვათ, გოცირიძე, დეკანოიძე, მელია, როგორც ჩანს, საბოლოოდ უკვე ჩამოშორდება ამ პარტიას და ეს ამ პარტიას კიდევ უფრო სერიოზულად ასუსტებს თან იმ რეპუტაციული ზიანის ფონზე, რასაც სააკაშვილი მას მუდმივად უსაქცილეობით მატებს, ამიტომ მათ სჭირდებოდათ რაღაცით გაძლიერება, რაღაცით გაძლიერება მოხდა იმით, რომ მეორე დაზიანებულმა პარტიამ, რომელმაც დაკარგა რეიტინგი, დაკარგა ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად სიით გავიდნენ პარლამენტში, აი, ეს ორი დაზიანებული გაერთიანდა, - ამბობს ქადაგიშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები