"კარი ღიაა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ეს კარი დატოვეს" - ხაბეიშვილის გუნდის პასუხი მელიას მომხრეებს

21.07.23 15:58
"კარი ღიაა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ეს კარი დატოვეს" - ხაბეიშვილის გუნდის პასუხი მელიას მომხრეებს

ლევან ხაბეიშვილის გუნდის პასუხი ნიკა მელიას მომხრეებს - ეს პარტია არის ღია, მისი კარი არის ღია, თუმცა არიან ადამაინები, რომელბმაც ეს კარი დატოვეს - ასე პასუხობენ პარტიაში კითხვას, რატომ არ დარჩაა სივრცე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისა და მისი მომხრეებისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხაბეიშილი პარტიის გაფართოებაზე მსჯელობდა. 

ლაშა ფარულავა ირწმუნება, რომ საზოგადოებამ გუშინდელი ბრიფინგის შესახებ მედიისგან იცოდა და ყველას, ვისაც სურვილი ჰქონდა, მისვლა შეეძლო. 

ასეთი ფორმულა არ არსებობს, ჩვენ ყველასთან ვაპირებთ თანამშრომლობას. ეს შეკითხვა ჭიქაში ქარიშხალს ჰგავს, ეს პარტია არის ღია, მისი კარი არის ღია. არიან ადამიანები, რომლებმაც ეს კარი დატოვეს მას შემდეგ, როდესაც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, მას შემდეგ იყო ქვების სროლა, რომელიც უფრო კენჭებს ჰგავდა. ღია იყო, მედიამ იცოდით, ყველამ იცოდა. ღია იყო, იყო სასტუმროში. ჩვენ გვყავს მინიმუმ ბოლო არჩევნების მიხედვით 50 000 პარტიული წევრი, მხარდამჭერი. ნიკა მელია იყო ამ პარტიის თავმჯდომარე, მას აქვს შესაბამისად წევრობა. ასე არ განისაზღვრება საკითხები, რომ ვინ რა სიმაღლეზე დგას, ჩვენთვის თითოეული წევრი არის მნიშვნელოვანი. მედია არის ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომ გავიგოთ რა ხდება ქვეყანაშ,  - ამბობს ლაშა ფარულავა.

მსგავსი სიახლეები