ნიკიტა მიხალკოვი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის "კულტურის მინისტრს" შეხვდა

28.05.21 11:54
ნიკიტა მიხალკოვი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის "კულტურის მინისტრს" შეხვდა

რუსი კინორეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი, კრემლის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მმართველი რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრს, გუდისა აგრბას, შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. 

შეხვედრაზე  მიხალკოვმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ  მხარდაჭერა გაუწიოს ახალგაზრდულ მოძრაობას სახელად  "აფხაზეთის მომავალს" კულტურულ და კინემატოგრაფიულ  საქმიანობაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა მიხალკოვი  კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდისტია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები