დიდი გადალაგება ოპოზიციაში - ვისთან ითანამშრომლებს გახარიას გუნდი?
ვისთან გაერთიანდება პარტია "საქართველოსთვის"? - გიორგი გახარიას გუნდში ადასტურებენ, რომ "ოცნების" ყოფილ წევრებთან გაერთიანებისთვის კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები არ მალავენ, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ ყველა იმ პოლიტიკოსთან, ვისაც ქვეყანაში ალტერნატიული ცენტრის შექმნა უნდა.
გიორგი გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ეპოქის დასრულება.
რაც შეეხება ქალბატონ ეკა ბესელიას და გიორგი გახარიას კომუნიკაციას, არ ვიცი, მე პირადად არ მქონია არანაირი კომუნიკაცია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მათ გარკვეული ტიპის კომუნიკაცია ჰქონოდათ, რადგან აქ ჩვენთვის მთავარია ერთადერთი რამ, რომ ჩენ გვქონდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ისეთ ადამიანებთან, ისეთ ინდივიდებთან, რომლებიც ბოლომდე იზიარებენ ჩვენს მთავარ ამოცანას, და ჩვენი მთავარი ამოცანა დღეისთვის არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს ენმ-ს და „ოცნების“ ეპოქა. კოალიციები, ამ ეტაპზე, გამორიცხულია. ერთადერთი, ვისთანაც ჩვენ შესაძლებელია, განვიხილოთ ურთიერთობა, ეს გახლავთ ინდივიდები, ღირსეული ადამიანები, მათ შორის თნდაც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, რომლებმაც განსხვავებით დღევანდელი წევრებისგან, არ უღალატეს იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, - ამბობს შარაშიძე.
"ქართული ოცნების" რიგებიდან წამოსული პოლიტიკოსები "ოცნების" დასამარცხებლად ერთიანდებიან. იდეა ეკა ბესელიას ეკუთვნის. პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ადასტურებს, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს.
ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ 2024 წელს ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი არ უნდა ჰქონდეს და სხვა ალეტრანტივაც უნდა შეიქმნას.