ორი ლუზერის გაერთიანებით ვერაფერი შეიცვლება - კალაძე ხაბეიშვილი-ვაშაძის ალიანსზე
ორი ლუზერის გაერთიანებით ვერაფერი შეიცვლება, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ხაბეიშილი-ვაშაძის ალიანსს. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი ერთნი არიან, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ბედი არ ანაღვლებთ და მხოლოდ თავიანთი "პატრონების" დავალებებს ასრულებენ.
ორი ლუზერის გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი ვერ შეიცვლება, არაფერი არ შეიცვლება. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე. რეალურად, ეს ადამიანები ერთნი არიან, ერთი პატრონი ჰყავთ. ისინი არც თავიანთ სამშობლოს ეკუთვნიან, არც თავიანთ თავს ეკუთვნიან, მათ ჰყავთ პატრონები და ისინი ასრულებენ პატრონების დავალებებს. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყანასთან მიმართებაშიც და იმ ყოველდღიურობაში იკვეთება, რაც რადიკალიზმის სახით ჩნდება ხოლმე ქვეყანაში, რაც ძალიან მძმე და დამაზიანებელია, - ამბობს კალაძე.