სამარცხვინოა, მეგონა ბოდიშს მოიხდიდნენ - კალაძე პოლონელ ექიმებზე

21.07.23 15:52
სამარცხვინოა, მეგონა ბოდიშს მოიხდიდნენ - კალაძე პოლონელ ექიმებზე

"ქართულმა ოცნებამ" პოლონეთთან დაპირისპირება ახალ საფეხურზე აიყვანა. თბილისის მერი ექიმებისგან ბოდიშის მოხდასაც კი ელოდა.

კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს პოლონელი ექიმების ქმედებას და ამბობს, რომ  ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთის, რომ შემდეგ მონაცემები გაეყალბებინათ.

"იმ ექიმების ქმედებებიც სამარცხვინოა. მე მეგონა და ვფიქრობდი, რომ გამოვიდოდნენ და ბოდიშს მოიხდიდნენ იმიტომ, რომ თვითონაც ჩართულები იყვნენ ამ ყველაფერში, მაგრამ ქმედება, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი და მოტივი, რატომ გააკეთეს. მე, დიდი ალბათობით ვარაუდი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო, რომ შემდეგ გაეყალბებინათ აღნიშნული მონაცემები. ეს არის ერთი დიდი ხაზი მთლიანად დაწყებული სააკაშვილის შემოგორებით საქართველოში, ის კამპანია მთლიანად ერთი დიდი ხაზისგან შედგება ეს ყველაფერი, რაც იკვეთება ამერიკულ-რუსულ კანონში. მე გამიჭირდება იმის ახსნა და განმარტება, საერთოდ რა კავშირშია ამერიკის საელჩო და რატომ უნდა ყოფილიყო ჩართული აღნიშნულ გადაწყვეტილებებში და იმ სიბინძურეში, რაც ხდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძალიან ბევრი კითხვებია" - ამბობს კახი კალაძე.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები