"კომიკური იქნება" - "ოცნებამ" პოლინელი ექიმების დასკვნას განაჩენი უკვე გამოუტანა

21.07.23 16:18
"კომიკური იქნება" - "ოცნებამ" პოლინელი ექიმების დასკვნას განაჩენი უკვე გამოუტანა

"ოცნებამ" პოლინელი ექიმების დასკვნას განაჩენი უკვე გამოუტანა.

მმართველმა გუნდმა ჯერ დაანონსა, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის პალატაში აღარ შეუშვებენ, ახლა კი ამბობენ რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიის მიერ მომზადებულ დასკვნას არ ენდობიან, რადგან კომიკური იქნება.

"ნამდვილად კომიკური იქნება სიმართლე გითხრათ მცდელობა, რომ ახლა ამ ექსპერტიზის შედეგებს ვინმე ელოდებოდეს, რომ ეს იქნება უნაკლო და სანდო დოკუმენტი. შემოვიდა ეს ხალხი, თვითონ გააკეთა ასეთი რამე, ძალიან საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია პოლონეთის ხელისუფლებაში ის პირი, რომელმაც ეს გააკეთა და ასეთ ფონზე გამოდის, რომ ეს მთელი კონსპირაცია დადგა ეს სცენარი გაათამაშა "ქართულმა ოცნებამ" - ამბობს სარჯველაძე.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები