ამნისტიის კანონპროექტი - პარლამენტში დღეს ოპოზიციის დოკუმენტს უყრიან კენჭს

28.05.21 12:00
ამნისტიის კანონპროექტი - პარლამენტში დღეს  ოპოზიციის დოკუმენტს უყრიან კენჭს

შეჯერდებიან თუ არა მხარეების ამნისტიის ერთ კანონპროექტზე  -  დღეს პარლამენტში ოპოზიციის კანონპროექტს უყრიან კენჭს. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს, მარტივად სავარაუდოა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. 

„ქართული ოცნების“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ სპეკულაციებზე საუბრობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ეყოფათ რესურსი, მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს. 

არის შესაძლებელი ჯერ კიდევ, რომ მოხდეს ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით შეჯერება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და უნდა ვთქვათ, გულწრფელად, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდანაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის გარკვეული ტიპის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს და სურვილი მაქვს, რომ უნდა ეყოთ ეს რესურსი და მხარდაჭერა გამოუცხადონ იმ კანონპროექტს, რომელიც უკვე არის 87 დეპუტატის მიერ მხარდაჭეტილი, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.