იკისრებს თუ არა შუამავლის როლს ხაბეიშვილ-მელიას შერიგებაში "სტრატეგია აღმაშენებელი" - ვაშაძის გუნდის პასუხი
იკისრებს თუ არა შუამავლის როლს ხაბეიშვილ-მელიას შერიგებაში "სტრატეგია აღმაშენებელი"? - პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს კონფრონტაცია არ გაღრმავდეს.
ვაშაძის გუნდი აღიარებს რომ მელია გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერია, ბევრი მხარდამჭერით და დიდი გამოცდილებით.
"მთავარი კოალიცია ჩვენ გვჭირდება ხალხთან, მოქალაქესთან, ამას გავაკეთებთ პირველ რიგში. ამ გზაზე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციური ხმა და განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერები. ნიკა მელია თავის განვლილი გზით არის ნამდვილად ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციის. ნიკა მელიას კი არა ნებისმიერი ხმა არის მნიშვნელოვანი და ჩვენც ალიანსს გავაკეთებთ იმისთვის და სხვა ოპოზიციასაც მოვუწოდებთ გამსხვილებისკენ, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა. ჩვენ, რაზეც მიგვიწვდება ხელი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონფრონტაცია არ გაღრმავდეს. შუამავლის როლს რაც შეეხება, ასეთი სურვილი არცერთი ფლანგისგან და არც მეორე მხარისგან არ ყოფილა, მაგრამ თუ იქნება ასეთი სურვილი, ჩვენ შევეცდებით, რომ ეს მისია შევასრულოთ." - ამბობს პაატა მანჯგალაძე.