"ხაბეიშვილ-ვაშაძის გაერთიანება რაღაცნაირ ძალა ერთობაშია ორს მაგონებს" - იაგო ხვიჩია

21.07.23 17:50
"ხაბეიშვილ-ვაშაძის გაერთიანება რაღაცნაირ ძალა ერთობაშია ორს მაგონებს" - იაგო ხვიჩია

ხაბეიშვილ-ვაშაძის გაერთიანება რაღაცნაირ ძალა ერთობაშია ორს მაგონებს - ამის შესახებ გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ხაბე და ვაშაძე გაერთიანებული იყვნენ ნაც მოძრაობაში და ნაც მოძრაობის გარეთაც, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელოვანი ძვრები საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მოუტანია.

ხვიჩია ამბობს, რომ  გშინ პრესკონფერენციაზე ვაშაძე და ხაბეიშვილი მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ  იმიტომ, რომ მოფიქრებული არცერთი გზის პრეზენტაცია არ ყოფილა.

"გაერთიანება მაგონებს რაღაცნაირ ძალა ერთობაშია ორს და ის რამდენად წარმატებული იყო ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. მაგალითად, თუ ქალბატონი თაკო ჩარკვიანის შეყვანა პარლამენტში წარმატებაა, წარმატებული იყო, თუ ქართული ოცნების ცვლილება იყო მიზანი, მაშინ არ იყო წარმატებული, მაგრამ ძალა ერთობაშიასგან განსხვავებით, აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ გუშინ, ვიდრე ამბიციურად იმიტომ, რომ მოფიქრებული არცერთი გზის პრეზენტაცია არ ყოფილა, რამაც ცოტა ელვარება დაატყო ამ ღირსშესანიშავ მოვლენას. ხაბე და ვაშაძე გაერთიანებული იყვნენ ნაც მოძრაობაში და ნაც მოძრაობის გარეთაც, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელოვანი ძვრები საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მოუტანია" - ამბობს იაგო ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები