თვითლუსტრირებისა და საკუთარი თავის ამნისტირების კანონი - ლევან სამუშია "ოცნების" კანონპროექტზე
ცდილობენ, საკუთარი თავის ამნისტირება მოახდინონ, - ასე აფასებს „ლელოს“ წევრი, ლევან სამუშია, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტს. მისი თქმით, ამ კანონპროექტით ხელისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. სამუშია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა თვითლუსტრაცია მოხდინა.
ცდილობენ, საკუთარი თავის ამ შემთხვევაში ამნისტირება მოახდინონ, რამეთუ იციან, რომ მათ ელით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაძლო, უმძიმეს დანაშაულებებზე, რაც ხალხის წინაშე ჩაიდინეს, მაგრამ ამითაც ახდენენ თვითლუსტრირებას. ეს არის თვითლუსტრირებისა და საკუთარი თავის ამნისტირების კანონი, - ამბობს ლევან სამუშია.