მთავარია, არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ყველა პროდასავლელმა ამომრჩეველმა იპოვოს სასურველი არჩევანი ოპოზიციურ ერთობებს შორის - ნანა ტოხვაძე

21.07.23 17:38
მთავარია, არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ყველა პროდასავლელმა ამომრჩეველმა იპოვოს სასურველი არჩევანი ოპოზიციურ ერთობებს შორის - ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი ნანა ტოხვაძე 2024 წლის არჩევნებისთვის მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ამომრჩეველს პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არჩევანის საშუალება ჰქონდეს. ტოხვაძის თქმით, სწორედ  ოპოზიციის ძალთა კონსოლიდაციაა ის, რაც რუსულ ავტორიტარულ რეჟიმს ასე აშფოთებს. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და ენმ-ს ბაზაზე გამარჯვების პლატფორმის დაანონსებისთანავე საღერღელი აეშალათ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, საქართველოს ხელისუფლებას რომ არქმევენ საკუთარ თავს. ღელვის გამძაფრების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებს თუ რამე აშფოთებთ ეროვნული ინტერესის გარშემო ოპოზიციის ძალთა კონსოლიდაცია და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაა.

2024 წლის გარდამტეხი არჩევნები გველოდება, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანი და მომავლის პერსპექტივა ხალხის სასარგებლოდ უნდა გაფორმდეს. ამ ვითარებაში მთავარია, არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ყველა პროდასავლელმა ამომრჩეველმა იპოვოს სასურველი არჩევანი ოპოზიციურ ერთობებს შორის. ამისთვის ერთი და ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ცენტრის არსებობასთან ერთად საჭიროა მეორე, მესამე არჩევანი და შესაბამისად, გამახვილებული, პროდასავლური ღირებულებების მქონე პოლიტიკური ჯგუფების არსებობა მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად,  - ამბობს  “სტრატეგია აღმაშემებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე

 

მსგავსი სიახლეები