გახარიას გუნდი: არცერთ პარტიასთან არ გავერთიანდებით, წერტილი!

21.07.23 18:12
გახარიას გუნდი: არცერთ პარტიასთან არ გავერთიანდებით, წერტილი!

პარტია "საქართველოსთვის" 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან გაერთიანებას არ განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი გახარიას გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!, - წერს პარტია "საქართველოსთის" "ფეისბუქზე". 

 ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. "სრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ენმ-ში დაბრუნდა. 

ასევე, ცნობილია, რომ არჩევნებისთვის "ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებას მმართველი გუნდის ყოფილი წევრები გეგმავენ. ინიციატივა ეკა ბესელიას ეკუთვნის. 

რაც შეეხება "ლელო - საქართველოსთვის", პარტუია ენმ-ს, "ოცნებისა" და "საქართველოსთვის" გარდა თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, ვისთანაც "მძიმე" კითხვები არ გააჩნიათ. 

მსგავსი სიახლეები