ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსი - რას ამბობენ პარტიებში?

21.07.23 20:25
ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსი - რას ამბობენ პარტიებში?

 

 

ნიკა მელია რომელმაც შიდა არჩევენებში  20 ათასამდე ხმა მიიღო, ხაბეიშვილმა, პრაქტიკულად, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. პარტიაში პირდაპირ არ ამბობენ, თუმცა მიანიშნებენ, რომ ითანამშრომლებენ ყველასთან, ენმ-ის  ყოფილი ბოსის გარდა.

მელიას გუნდი კი უკვე მეორე დღეა გაოგნებულია. ცდილობენ, მოუძებნონ ახსნა, თუ რაში დასჭირდა ხაბეიშვილს  ვაშაძესთან ალიანსი. ფიქრობენ, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში სხვა არცერთმა პარტიამ არ ისურვა „ნაციონალურ მოძრაობასთა“ნ თანამშრომლობა და ვაშაძე მათთთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა.  

„ორი ლუზერი“, „მკვდარი მკვდარს აეკიდაო“, - ამბობენ „ოცნებაში“ ხაბეიშვილ-ვაშაძის შესახებ. მმართველი პარტია  ახალ ალიანსს არათუ კონკურენტად, სერიოზულადაც კი ვერ აღიქვამს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები