„ოცნების“ ვეტერანები მმართველი პარტიის წინააღმდეგ ერთიანდებიან - რა როლი ექნება პრეზიდენტს?
„ოცნებისთვის“ საარჩევნო ხმების წართმევას ვეტერანი მეოცნებეები გეგმავენ. ბესელია- გახარიას პოლიტიკური ტანდემი შესაძლოა, საზოგადოებამ მალე იხილოს. კონსულტაციები დაწყებულია. ყოფილი მინისტრები, ყოფილი დეპუტატები 2024 წლის არჩევნებისთვის ერთიანდებიან და აანონსებენ, რომ იმუშავებენ „ოცნების“ განაწყენებულ ამომრჩეველზე, ვისაც მმართველმა პარტიამ იმედები გაუცრუა.
„ქართულმი ოცნება“ ერთ დროს თანაგუნდელებს სერიოზულ კონკურენტებად ვერ აღიქვამს. იმისიც კი არ სჯერათ, რომ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ახალი გაერთიანების დაანონსებამ, რომლის ინიციატორიც ეკა ბესელიაა, გააჩინა კითხვა, რა როლი ექნება ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილს. ცნობილია, რომ პრეზიედენტს ბესელიასთან ახლო კონტაქტები დღემდე შენარჩუნებული აქვს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.