თურქეთი საბერძნეთს ტყის ხანძრების ჩაქრობაში დაეხმარება - სამუშაოებში ერთვებიან კვიპროსი და ხორვატიაც

22.07.23 10:36
თურქეთი საბერძნეთს ტყის ხანძრების ჩაქრობაში დაეხმარება - სამუშაოებში ერთვებიან კვიპროსი და ხორვატიაც

თურქეთი საბერძნეთს ტყის ხანძრების ჩაქრობაში დაეხმარება.  ერდოღანმა ათენში ორი სახანძრო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გააგზავნა. მასშტაბური ხანძრებიდან მეხუთე დღეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთვებიან კვიპროსი და ხორვატიაც. რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა პრობლემები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შექმნა ტყეები გადამწვარია.

ბოლო ცნობებით, 100-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ხანძარსაშიში ზონებიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება. ბერძენი სინოპტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ჰაერის ტემპერატურა მომდევნო დღეებში 45 გრადუს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები