ბავშვმაც კი იცის, ხელს რომ რაღაცას აწერს, უნდა წაიკითხოს - წულუკიანი ოპოზიციას აკრიტიკებს

28.05.21 12:11
ბავშვმაც კი იცის, ხელს რომ რაღაცას აწერს, უნდა წაიკითხოს - წულუკიანი ოპოზიციას აკრიტიკებს

კულტურის მინისტრის აზრით ოპოზიციაში "ბევრი არასერიოზული ადამიანია".  განცხადება თეა წულუკიანმა  ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. 

მისივე შეფასებით, მმართველი პარტიის ამნისტიის კანონპროექტი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ კონვენციას, ოპოზიცია კი ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს.

კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ძალიან ბევრი არასერიოზული ადამიანი, რომლებმაც, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში გარედან, რომ ჯერ მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, ალბათ წაკითხულიც არ ჰქონდათ ისე და შემდეგ პარლამენტში აღმოაჩინეს, რომ ეს იდეა არ მოსწონთ",- განაცხადა წულუკიანმა. 

მისი თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაწერითაა დაკავებული:

მინდა მივესალმო იმ ამნისტიის პროექტს, რომელიც ,,ქართული ოცნების" ინიციატივით შევიდა პარლამენტში და პირველი მოსმენით მიღებულ იქნა, მინდა ვთქვა, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ევროპული კონვენციის არაერთ დებულებას და ეს არის ამოსავალი წერტილი. 

ახლა უკვე ოპოზიციის პოსტფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ოღონდ თავად არ იციან რაში, არის თავიდანვე განწირული. მეტი კვალიფიციურობა, მეტი სერიოზულობა, როცა ბავშვმაც კი იცის, რომ ხელს როდესაც რაღაცას აწერს, უნდა წაიკითხოს, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამისთვის არ ეცალათ, როცა პოლიტიკურ აჟიოტაჟში იყვნენ"- თქვა წულუკიანმა.

 

მსგავსი სიახლეები