ქართველი არასამთავრობოები მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით - დეგნანი

22.07.23 11:12
ქართველი არასამთავრობოები მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით - დეგნანი

ქართველი არასამთავრობოები მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით - ამის შესახებ კელი დეგნანმა განაცხადა.

ამერიკის ელჩი ეხმაურება რუსული კანონის ჩავარდნასაც. ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამ კანონს ამერიკულ ფარას კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს. დიპლომატი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ამ პროექტს კანონად აქცევდა, ეს დიდი წნეხი არასამთავრობო ორგანიზაციებისთის იქნებოდა.

ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არის რუსული ტიპის და ორიენტირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. აშშ-ის აქტი ფოკუსირებულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან გარე წყაროების მიერ, რათა იმუშაონ ამ გარე წყაროების სასარგებლოდ. ასე რომ, საკმაოდ მკაფიო განსხვავებაა აშშ-ს კანონსა და რუსულ კანონს შორის, რომელსაც საქართველოში კენჭი უყარეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონმა დამღუპველი გავლენა მოახდინა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა უმეტესობა დაიხურა ან გავიდა ქვეყნიდან. ასე რომ, აშშ-ის კანონი, რომელიც ორიენტირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხოელების მიერ უცხოელთა ინტერესებისთვის სამუშაოდ, სრულიად განსხვავებულია და უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. აქ, საქართველოში, თქვენ უკვე გაქვთ გამჭვირვალობა დონორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშობისას". - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები