ჩემი ხაბე ძალიან პრინციპული და შრომისმაყვარე ბიჭია, ემზადება, სპორტზეც დადის, სირბილზეც, ინგლისურზე - ზარქუა
"ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს სამეგრელოში ეპატიჟება და უფასოდ, მეგრულის შესწავლას ჰპირდება.
ზარქუა ენმ-ს თავმჯდომარეს აქებს და ამბობს, რომ ხაბეიშვილი პრინციპული და შრომისმაყვარეა.
ჩემი ხაბე ძალიან პრინციპული და შრომისმაყვარე ბიჭია. ემზადება, სპორტზეც დადის, სირბილზეც, ინგლისურზე. წალენჯიხაში ვეპატიჟები, მეგრული დასჭირდება. მეგრული თუ არ იცის, აგერ, გახარიას რა დაემართა, არ იცის და ამიტომ თამაშგარე დარჩა. თუ უნდა სამეგრელოს ხმები, ჩამოვიდეს, მოვამზადებთ მეგრულში, უფასოდ, ხაბე გელოდები“, – ამბობს ირაკლი ზარქუა.