რუსეთში ჯარის "დისკრედიტაცია" შესაძლოა მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდეს - დუმა მსჯელობას იწყებს

22.07.23 14:28
რუსეთში ჯარის "დისკრედიტაცია" შესაძლოა მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდეს - დუმა მსჯელობას იწყებს

რუსეთში ჯარის "დისკრედიტაცია" შესაძლოა მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდეს - კანონპროექტზე დუმა იმსჯელებს.

ანექსირებული ყირიმისა და ლუგანსკის სენატორებმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უკვე წარუდგინეს კანონპროექტი ჯარის "დისკრედიტაციისთვის", "დეზერტირობისა და ექსტრემიზმის წაქეზებისთვის" მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.  

გარდა ამისა, ინიციატივის ავტორებს სურთ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც "ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან".

საკონსტიტუციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ურჩია კანონპროექტის ავტორებს, წაეკითხათ რუსეთის კონსტიტუციის მე-6 მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუძლებელია.

აპრილის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ" კანონის ახალ ვერსიას, რომლის თანახმად, შეძენილი მოქალაქეობა გაუქმდება "ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის", მათ შორის რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის".

მსგავსი სიახლეები