ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსმა საარჩევნო მარათონი დაიწყო - პოლიტიკურმა დუეტმა სტარტი იმერეთიდან აიღო

22.07.23 15:18
ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსმა საარჩევნო მარათონი დაიწყო - პოლიტიკურმა დუეტმა სტარტი იმერეთიდან აიღო

ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსმა საარჩევნო მარათონი დაიწყო. პოლიტიკურმა დუეტმა სტარტი იმერეთიდან აიღო. "ნაცმოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არჩევნებში გასამარჯვებლად კაბინეტებიდან გამოსვლას და მოსახლეობასთან კარდაკარ მისვლას აანონსებენ.

პირველი შეხვერდა სოფელ იანეთში გაიმართა. მხარდმაჭერებს ლიდერები არწმუნებდნენ, რომ გამარჯვება მათ ერთობაშია. 

ეს არის გამარჯვების პლატფორმა. ჩვენ აუცილებლად თითოეულ მოქალაქეს დავარწმუნებთ, რომ ძალა არის მის ხელში რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად. ეს პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, ჩენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ხალხის პრობლემების გადაჭრა" - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები