ვინ რა პოზიციაზე იქნება გამწესებული, ამას ხალხი გადაწყვეტს - გიორგი ვაშაძე
ვინ რა პოზიციაზე იქნება გამწესებული, ამას ხალხი გადაწყვეტს - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილთან ერთ გუნდში გაერთიანებულმა გიორგი ვაშაძემ იმერეთში საარჩევნო მარათონის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ვაშაძემ სხვა პარტიებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საერთო დიდ გამარჯვებაში, ყველა ერთად უნდა იყოს.
ჩვენი მუშაობა არის ბევრ საქართველოს მოქალაქესთან შეხვედრა, ჩართვა მათი ამ გამარჯვების პლატფორმაში, დიდი ეროვნული ენერგიის და მუხტის აღძვრა, დანარჩენი, ვინ რა პოზიციაზე იქნება გამწესებული, ამას ხალხი გადაწყვეტს, იმ საერთო პროცესებით და გამოკითხვებით, ოღონდ მომავალ წელს, როცა არჩევნები მოახლოვდება და არა წელს. გამარჯვების პლატფორმა იქნება საერთო ეროვნული, საერთო სახალხო დიდი გამარჯვების პროცესი, პლატფორმა, სადაც ყველას შეუძლია შემოვიდეს. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინდივიდი შემოვიდეს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ ჩვენ ვუსურვებთ ასევე კონსოლიდაციას და გულწრფელად და ღიად გეტყვით, ახლა, ასე სწრაფად ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ სხვებსაც კონსოლიდაციისკენ. ამიტომ ყველასთავის გზა დაგვილოცია, საერთო დიდ გამარჯვებაში, ყველა ერთად ვიქნებით".- განაცხადა ვაშაძემ
ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსმა საარჩევნო მარათონი დაიწყო. პოლიტიკურმა დუეტმა სტარტი იმერეთიდან აიღო. "ნაცმოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არჩევნებში გასამარჯვებლად კაბინეტებიდან გამოსვლას და მოსახლეობასთან კარდაკარ მისვლას აანონსებენ.
პირველი შეხვერდა სოფელ იანეთში გაიმართა. მხარდმაჭერებს ლიდერები არწმუნებდნენ, რომ გამარჯვება მათ ერთობაშია.