ყოფილი “ნაციონალი” არ არსებობს - სარჯველაძე ვაშაძეზე

22.07.23 16:29
ყოფილი “ნაციონალი” არ არსებობს - სარჯველაძე ვაშაძეზე

ვფიქრობ, რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არის იძულებითი ნაბიჯები და სინამდვილეში არანაირი სიხარული არ ჰქონიათ ამ პოლიტიკურ გუნდებს - ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მართალია ამ პარტიებს შორის იდეური სიახლოვე ყოველთვის იყო, თუმცა, მათი გაერთიანება არის არა იდეური, არამედ სხვა ინტერესებით ნაკარნახევი.

სარჯველაძის თქმით, ყოფილი “ნაციონალი” არ არსებობს.

„ვფიქრობ, რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არის იძულებითი ნაბიჯები და სინამდვილეში არანაირი სიხარული არ ჰქონიათ ამ პოლიტიკურ გუნდებს, სულ მცირე მარტო იმიტომ, რომ იმ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ მაგალითად, მანამდე რა განცხადებებიც აქვთ გაკეთებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს და პირიქით. ეს იძულებითია იმიტომ, რომ მაგალითად "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" რასაკვირველია, კრიტიკულად მწვავედ დგას ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებული საკითხი და მას მოუწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მისი გადმოსახედიდან დააზღვევს მომდევნო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრობლემა, სადაც იმდენად კრიტიკულად მცირეა მისი მხარდაჭერა და რადიკალურად შემცირებული, რომ თითო პროცენტსაც კი უფრთხილდებიან და შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ რესურსების თავმოყრას.

ყველაფრიდან გამომდინარე, ეს არ არის იდეური გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ იდეური სიახლოვე ამ ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა, რადგან შეგვიძლია ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი გავაკეთოთ - როგორც ჩანს, ყოფილი ნაციონალი არ არსებობს და ეს არის მიზეზი." - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს" - განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები